გიო
კვირა, 2025-02-02, 5:26 AM



Welcome სტუმარი | RSS
[ Main ] [ ფაილები ] [ Registration ] [ Login ]
Site menu

Catalog categories
ფილმები [1]
თამაშები [4]
მუსიკა [3]
პროგრამები [13]
მობილურისათვის [7]
სიყვარული [2]
სხვა [9]

Our poll
მოგწონთ საიტი?
ხმების რაოდენობაა: 60

Main » Files » სიყვარული

სიყვარული
[ ] 2008-04-24, 8:49 PM
" დუმილი ყველაზე უფრო აუტანელი შეპასუხებაა"

" არცერთი ადამიანი არ შეილება გახდეს ისე უცხო,როგორიც ის,ვინც უწინ უყვარდა"

" თუ გინდა ჭკვიანი იყო,ისწავლე გონივრული შეკითხვა,ყურადღებით მოსმენა,მშვიდი პასუხი და ლაპარაკი შეწყვიტე მაშინ,როცა სათქმელი აღარაფერია"

" ვისაც სურს იცოდეს რა მოხდება,ყურადღება უნდა მიაქციოს იმას,რაც მომხდარა"
 
"კაცობრიობის განვითარებას ის აფერხებს,რომ ადამიანები იმას კი არ უსმენენ,ვინც ჭკვიანია,არამედ იმას,ვინც ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობს"

" მეგობრებს არგე,რომ კიდე უფრო დაგიმეგობრდნენ.ხელი მიაშველე მტერსაც,რომ იქნებ ისინიც დაგიმეგობრდეს. როცა მტერზე ლაპარაკობ გახსოვდეს,რომ ერთხელ შეილება ის შენს მეგობრად იქცეს"

"ზოგიერთი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანს ჰგავს... ბოლომდე ჩაატავებ და ასე იტყვი:ნეტავ არ წამეკითხაო"
 
"როგორ შეილება ისეთI ქალი დაივიწყო,თუნდააც ერთხელ ძლიერ რომ გყვარებია?!"

" ადამიანები, განსაკუთრებით დიდი ადამიანები ხშიად არიან მარტონი,ეს მათი ხვედრია, მაგრამ არიან ადამაინები რომელბიც ღმერთის გარეშეც რჩებიან, იტოვებენ თავს... მათი ხვედრი უფრო მძიმეა,რადგან....

გალაკტიონი ამ ბოლო კატეგორიაში აღმოჩნდა"


"ხანდახან კლდესაც ედება ხავსი, ზიზღი მარადი და ყველასადმი"-


 

სიყვარულის 10 მცნება!!! 

1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.
2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.
3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.
4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.
5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.
6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.
7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.
8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.
9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.
10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ...
 
სიყვარული ღიმილში იმალება,
თვალებში იკითხება დროში იკარგება
და გულში იმარხება...
 
მე ვეტრფი იმ ადამიანს ვისაც შეუძლია ატირება
და დიდი შეცდომების პატიება...
 
სიყვარული იწყება ღიმილით, გრძელდება კოცნით
და მთავრდება გულისტკივილით...
 
 ბოლო სიტყვა

თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა , რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ... დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა აქვს მას. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი ბევრს. მესმის რომ თითოეულ წუთს როდესაც თვალებს ვხუჭავთ ვკარგავთ სინათლის 60 წამს ვივლიდი მაშინ როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა ,გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს . თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავიშიშვლებდი არა მარტო სხეულს არამედ სულსაც .
. ღმერთო თუ გული მექნებოდა, მთელ ჩემს სიძულვილს ყინულზე გადავიტანდი და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავხატავდი ბენდეტას ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა
ღმერთ ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა .... არ გავიყვანდი არც ერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა, რომ მე ის მიყვარს დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი ცხოვრებაზე შეყვარებული.

ადამიანებს დავუმტკიცებდი როგორ ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ, როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან როცა კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი . მოხუცებს დავანახვებდი , რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა დავიწყებასთან ერთად მოდის . რამდენი რამე ვისწავლე თქვენგან ხალხო ....... დავინახე ის რომ ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრება და არც იციან რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე.

ვისწავლე ისიც რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას.

ვისწავლე რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან მხოლოდ იმ შემხვევაში როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება .
რამდენი რამის სწავლა შევძელი ქვენგან ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ სამწუხაროდ უკვე მომაკვდავი ვიქნები.

ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინებინე. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან მოგეხვეოდი გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა რომ ვიცოდე უკანასკნელად მესმის შენი ხმა ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა რომ ვიცოდე რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია გეტყოდი ‘’მიყვარხარ’’ თითქოს არ ვიყო დარწმუნებული რომ ეს შენ უკვე იცი .... ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია მინდა გიხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასდროს დაგივიწყებ.

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული ახალგაზრდას თუ მოხუცს შესაძლოა დღეს უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს ამიტომ მნუღარ დაელოდები მეტს იცხოვრე დღევანდელი დღით რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფრებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიცილო ისინი ვინც გიყვარს ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ . ნუ დაიშურებ რომ უთხრა ‘’ვწუხვარ’’, ‘’მაპატიე’’, გეთაყვა’’, გმადლობთ’’, და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცი.

შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო შესთხოვე უფალს მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის გაუგზავნე ეს სიტყვები ყველას ვისაც გსურს...

თუ დღეს ამას არ გააკეთებ ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება როგორიც იყო გუშინდელი და თუ ამას არასდროს არ გააკეთებ არც მაგით დაშავდება რამე...

დაიწყე შენი ოცნებების ახდენა
ახლა სწორედ ამის დროა...

გაბრიელ მარკესი
 
 
Category: სიყვარული | Added by: gio13
Views: 709 | Downloads: 0 | Comments: 1 | Rating: 4.0/1 |
Total comments: 1
1 bambucha  
0
vaa gioo es ra magaria...dz magariaaa dz magari xar smile smile biggrin

Name *:
Email *:
Code *:
Login form

Search

Site friends









Statistics

ონლაინშია: 1
სტუმარი: 1
მომხმარებლები: 0

Copyright MyCorp © 2025